პანდემიის ფონზე კახეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა განსაკუთრებული აქტიურობა აღინიშნება.
თელავის N2 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 07:30 საათზე მივიდა.
,,თელავის მეორე საარჩევნო უბანზე უკვე ბევრი ამომრჩეველია და რიგებია. პირველი ამომრჩეველი გვყავდა ზუსტად 08:00 საათზე. ზუსტად ამ დროს ჩავარდა პირველი ბიულეტინი.
ამომრჩეველს ველოდებით ბევრს, რადგან ჩვენი უბნის ამომრჩეველი არის ყოველთვის ძალიან აქტიური.
ყოველ წელს მოდის ბევრი ამომრჩეველი , იცავენ წესებს და ეხლა განსაკუთრებით, როდესაც პანდემიის პერიოდია. თქვენ ნახეთ, არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ამომრჩეველი მოვიდეს უსაფრთხოდ და დატოვოს უსაფრთხოდ საარჩევნო უბანი.
საარჩევნო უბანზე სულ 1253 ამომრჩეველი გვყავს რეგისტრირებული”,- აღნიშნა N2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მაია ოტარაშვილმა.
კახეთში სულ ორი მაჟორიტარული ოლქია.
თელავში
N10 საოლქო საარჩევნო კომისიაში 153 609, ხოლო
N9 -ზე 149 502 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.