“ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის უმეტეს უბანზე უკვე მისულია პირველი ამომრჩეველი

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის ინფორმაციით, ქუთაისის 130 საარჩევნო უბანზე კენჭსიყრის პროცედურა 8 საათზე დაიწყო.

მისივე თქმით, უმეტეს უბანზე უკვე მისულია პირველი ამომრჩეველი. როგორც გელა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია.

ქუთაისში ძირითადი საარჩევნო 123 უბანია,  7 კი სპეცუბანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები