ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან აღნიშა, ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა.
„დღეს არის საქართველოში, ზუგდიდში არჩვევნები. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მე ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და ხმა მივეცი იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული, წარმატებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ის განვითარების გზა, რომელზეც დგას. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, ჯგუფი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვასა და შეძლებს იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს და ზუგდიდში მართლაც განახლების ეტაპი გვაქვს. ეს განახლება უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.