ქუთაისში პირველმა ამომრჩეველმა არჩევანი 8:01 საათზე გააკეთა

ქუთაისში პირველმა ამომრჩეველმა არჩევანი 8:01 საათზე გააკეთა. მოქალაქე ლილე ლევიძემ ხმა N28 საუბნო კომისიაში გააკეთა. მან ადგილობრივებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
“ყველას მოვუწოდებ გამოვიდნენ სახლებიდან და ხმა მისცენ საქართველოს კეთილდღეობას.ჩემი არჩევანიც სწორედ ეს არის. პროცესები, რომელიც დაწყებულია აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის საკეთილდღეოდ”,- განაცხადა ლილე ლევიძემ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 277 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები