ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიები 8:00 საათზე გაიხსნა

ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურა დაწყებულია. მოქალაქეები საკუთარ არჩევანს სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით აფიქსირებენ.

უბნებზე აუცილებელია პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებიცა და დამკვირვებლებიც აღჭურვილები არიან შესაბამისი ეკიპირებით.
არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები