ქუთაისში მერობისთვის 8, მაჟორიტარობისთვის კი 22 კანდიდატი იბრძვის
საპარლამენტო არჩევნებისათვის ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 7 სპეცუბანია. ერთი სპეციალური უბანი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენი 6 უბანი ( ე.წ. კოვიდუბნები), რომლებიც კოვიდინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურება, ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაშია განთავსებული.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 277 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ქალაქის მერობისთვის 8, ხოლო მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის.