რამდენიმე რეგიონში საკრებულოებისა და მერების რიგგარეშე არჩევნებიც მიმდინარეობს

საპარლამენტო არჩევნების გარდა, რამდენიმე რეგიონში საკრებულოს შუალედური არჩევნებიც მიმდინარეობს. კრწანისში, თელავში, თეთრიწყაროსა და ონში მოქალაქეებმა საკრებულოს ის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა აირჩიონ, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით საკრებულოს მაჟორიტარობის მანდატი ვადაზე ადრე შეუწყდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში მოსახვედრად 4 საარჩევნო ოლქში 7 პოლიტიკური სუბიექტიდან 17 მაჟორიტარი იბრძვის.

ამასთან, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლასა და ქუთაისში, სადაც 13 პოლიტიკური სუბიექტის 26 კანდიდატი იბრძვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები