გურჯაანში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები – რას ყვება დაკავებულის და
გურჯაანის მუნიციპალიტეტში,სოფელ ვაზისუბანში 55 წლის მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა. „რეგიონული კვირა“ ბრალდებულის დას თეა ქიზიყელაშვილს დაუკავშირდა.
როგორც „რეგიონულ კვირასთან“ დაკავებულის და იხსენებს, მის ძმას მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან უყვარდათ ერთმანეთ.
„ძალიან გულისხმიერია, ჩემი ძმა ჩრიხვს ვერ მოკლავდა და ცოლი უზომოდ უყვარდა,რამ გადაუბრუნა ასე ტვინი არ ვიცი, ვერ ვაცნობიერებ. უზომოდ კარგი მამა და მეოჯახე იყო, პატიოსანი სახელი აქვს მთელს სოფელში.
წლების წინ, მეზობელთან, რომელიც მოუკლია, შელაპარაკება ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებაც იყო მათ შორის. იმის მერე აღარაფერი მომხდარა მათ შორის. ორი შვილი ბიჭები ჰყავს, ჩემი რძალიც არაჩვეულებრივი გოგო იყო ძალიან მიყვარს და თავის ქმარსაც ძალიან უყვარდა, არ ვიცი, რა ვთქვა“,- ამბობს თეა ქიზიყელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს გურჯაანში ორმაგი მკვლელობა მოხდა, რა დროსაც კაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი ხმაურზე სახლში შესული მეზობელი.
კახეთის პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა და ის ბრალს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.