სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 34 შემთხვევიდან 23 ახალციხეშია

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 34 პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ განაცხადა.
„რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა 34 შემთხვევა. აქედან 33 ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელია, დარჩენილ ერთზე პირზე იდენტიფიცირება მიმდინარეობს. 23 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 2- ადიგენის მუნიციპალიტეტში; 2- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; 6- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში”-განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

ცნობისთვის, რეგიონში 950 პირია თვითიზოლაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები