60 ახალი შემთხვევა და 62 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშიდან 60 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს ყოველდღიურ ბრიფინგზე განუცხადა.

“ახალი შემთხვევებიდან 26 ზუგდიდში დაფიქსირდა, 12 შემთხვევაა – ფოთში, 6 – სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 5 შემთხვევა – ხობში, 4 – წალენჯიხაში, 1 შემთხვევა კი ჩხოროწყუში დაფიქსირდა. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულთა კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან”, – განაცხადა თორიამ.

მისი ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 130 კოვიდპაციენტი გადის, მათგან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

მალხაზ თორიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები