გეგა შენგელია: 31 ოქტომბერი – დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ავირჩიოთ საქართველოს ღირსეული პარლამენტი

„ირაკლი ჩიქოვანი არის ადამიანი, რომელიც იქნება თითოეული ზუგდიდელის და ჩვენი მუნიციპალიტეტის გარანტი და ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, არჩევნებამდე დარჩა 1 დღე. 31 ოქტომბერი – დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ავირჩიოთ საქართველოს ღირსეული პარლამენტი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერი გეგა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა, უსაფრთხო გარემო, დემოკრატიული ღირებულებები, ევროპული მომავალი და ქვეყნის რეალური განვითარების პერსპექტივა.

„ირაკლი ჩიქოვანი არის ადამიანი, რომელთან ერთადაც 2019 წელს ზუგდიდში ვიზეიმეთ გამარჯვება. 31 ოქტომბერს, ირაკლისთან ერთად, უკვე ტრადიციად ქცეულ კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა, უსაფრთხო გარემო, დემოკრატიული ღირებულებები, ევროპული მომავალი და ქვეყნის რეალური განვითარების პერსპექტივა. სწორედ ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მონაპოვარი და ამ მონაპოვარს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, იზრუნოს თითოეული ადამიანის უკეთესი ცხოვრებისთვის, რისთვისაც გვჭირდება კიდევ ერთხელ დავირაზმოთ და ხმა მივცეთ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ და მის ღირსეულ კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს. ირაკლი ჩიქოვანი – ადამიანი, რომელიც იქნება თითოეული ზუგდიდელის და ჩვენი მუნიციპალიტეტის გარანტი და ხმა საქართველოს პარლამენტში“, – წერს გეგა შენგელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები