ზესტაფონში, სოფელ საზანოს 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ საზანოში, ტყლაპივაკე – სასახლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზის აღდგენის სამუშაოები 7 კმ- იან მონაკვეთს ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

სატენდერო ვალდებულებით, გზის მშენებლობას  შპს „მამისონი“ ახორციელებს. კომპანიამ სამუშაოები საავტომობილო გზის მოსაწყობად  უკვე დაიწყო და მისი დასრულება 6 თვეში იგეგმება.

ტყლაპივაკე – სასახლის  გზით, ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადამიანი სარგებლობს.  საავტომობილო გზა ასევე, სოფლის მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას.

გზის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები