სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო:საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი, ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 087 487 ლარს შეადგენს

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები