“ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, დესტაბილიზაციას” – ბოლნისში ენმ 21-მა პირმა დატოვა
ბოლნისში პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 21 პირი არჩევნებამდე რამდენიემ საათით ადრე გაემიჯნა. ამის შესახებ დღეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა მედიას განუცხადეს. მათი თქმით, ისინი ენმ-ს ბოლნისის ორგანიზაციის წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
როგორც პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, ისინი არჩევნებზე მხარს “ქართულ ოცნებას” და მაჟორიტარობის კანდიდატს – გოგი მეშველიანს უჭერენ.
“ჩვენ წინასაარჩევნოდ აქტიურად ვიყავით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ საქმიანობაში ჩაბმული, რის შედეგადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნების შედეგი არ იქნება სასურველი, მოაწყობენ არეულობას, პროვოკაციებს, მასშტაბურ აქციებს. იგეგმება ყველა უბანზე შეჭრა და არჩევნების ჩაშლა. როგორც ვიცით, აპირებენ ფიზიკურ დაპირისპირებას და იმ ადამიანებზე ზეწოლას, ვინც მათ ნება-სურვილს არ დაემორჩილება. ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, დესტაბილიზაციას, გვინდა მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და მხარი დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოგი მეშველიანს”,- განაცხადა ბადალოვმა.