ქალაქ ლაგოდეხში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 990 338.74 ლარი დაიხარჯა

ქალაქ ლაგოდეხის №3 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ მალე დასრულდება, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო, მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედანი, ატრაქციონები და პანდუსი.

ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და საერთო ღირებულება 598 ათას ლარს შეადგენს.

ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მიმდინარე წელს ლაგოდეხში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა და ნაწილი მათგანი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ლაგოდეხში 5,509 კმ ახალი გზა დაიგო, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 724 035.43 ლარი გამოიყო.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა გურამიშვილის, ჯანელიძის, სულხან-საბა ორბელიანის, 300 არაგველის, ასათიანის ქუჩებს. წმინდა ნინოს, თამარ მეფისა და თავისუფლება-ვაშლოვანის დამაკავშირებელ ქუჩებზე კი გზის მოწყობის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
სარწყავი სანიაღვრე არხი მოეწყო რობაქიძის ქუჩისა და ახალგაზრდობა-კავკასიონის ქუჩების დამაკავშირებელ არხზე.
მერიის, საკრებულოსა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების შენობაში მიმდინარე წელს პანდუსები მოეწყობა.
ქ.ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობისთვის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 3 990 338.74 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები