ლეჩხუმში “რთველი 2020” დასრულდა

ლეჩხუმში “რთველი 2020” წარმატებით დასრულდა და მევენახეებს, ვისაც ყურძნის ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ერთი მტევანიც კი ჩაუბარებელი არ დარჩენიათ, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცაგერის მერიაში განუცხადეს. მათივე განმარტებით, წელს ლეჩხუმელი მევენახეებისგან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო კომპანიებმა 13 ტონა ალექსანდროული, 918 ტონა ცოლიკოური, 218 ტონა ოჯალეში და 770 ტონა უსახელოური მიიღეს და გადაამუშავეს.

ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და ყველა ფაზაში ყურძნის მოსავლის ჩაბარების პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები