პოლიციამ ბადრი ესებუას ტანსაცმელი ექსპერტიზისთვის ამოიღო
გვიან ღამე სამართალდამცველები სოფელ გრიგოლიშში საქართველოს ბანკზე თავსხასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუას სახლში იმყოფებოდნენ, საიდანაც ის ტანსაცმელი ამოიღეს, რომელის ესებუას გავრცელებულ ვიდეოკადრებში ეცვა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმა 21 ოქტომბერს მოხდა. ბოროტმოქმედმა გამოსასყიდის სანაცვლოდ, მძევლები აიყვანა, მოგვიანებით კი 500 000 ლარით მიმავლა მოახერხა.