დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ყაზბეგში დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო, ეზოს კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით – 1 138 964 ლარს შეადგენს.
ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.
საბავშვო ბაღი გათვლილია 35 აღსაზრდელზე. პროექტით გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური პირობები და ინერგება ენერგოეფექტური პრაქტიკა.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს ” სამება” , ხოლო ბაღის ეზოს კეთილმოწყობისა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ასრულებს.