ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – არის მსხვერპლი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ავარია ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა, სწრაფად მომავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები