“პროვოკაციის მოწყობა დამავალეს, რომ მერე “ოცნებას” დაბრალებოდა” – ყოფილი წევრი საუბრობს რას აპირებს “ენმ” არჩევნებზე

“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ტოვებენ. სააკაშვილის პარტიის ყოფილი წევრები პარტიაში დაგეგმილ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ალაპარაკდნენ. ბოლნისის ოფისის ლოჯისტიკის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი – მართა ლობჟანიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 31 ოქტომბერს თითქმის ყველა უბანზე პროვოკაციების მოწყობას, ფიზიკურ დაპირისპირებებს და საარჩვენო პროცესის ჩაშლას გეგმავს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება გააუქმოს იმ უბნების შედეგები, რომლეზეც არჩევნებს აგებს. ანალოგიურ სცენარზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისის კიდევ ერთი ყოფილი წევრიც, რომლემაც პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. დავით ხვისტანი ამბობს, რომ მას პარტიამ რუსთავის 38-ე უბანზე პროვოკაციების მოწყობა დაავალა, სანაცვლოდ კი თანამდებობას დაპირდა. მისივე თქმით დაზუსტებით შეუძლია იმის თქმა, რომ პროვოკაციებს “ნაციონალური მოძრაობა” რუსთავის მეშვიდე ოლქში – ყველაზე დიდ საარჩევნო უბანზე გეგმავს. შემდეგ კი არეულობის მოწყობაში “ქართული ოცნების” დადანაშუალებას აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები