“არა-სააკაშვილს! არა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს”

“არა-სააკაშვილს! არა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს”, – ასეთი დევიზით ქუთაისში აქცია- მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და მოწოდება გააკეთეს “ქუთაისი ნაცების გარეშე”. მათი განცხადებით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქუთაისელთა უმეტესობა მხარ “ქართულ ოცნებას” უჭერს. აქციის მონაწილეებს სიტყვით ია მეტრეველმა მიმართა.
“ თქვენს წინაშე წარსდგომა, ჩემთვის დიდი პატივია.მინდა ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქში ცოდნის ტაძრის მშენებლობისთვის. ბატონ ბიძინას მინდა, მადლობა მოუხადო ყველა ქართველის მაგივრად. მე ვარ სააკშვილის 9 წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიხის დედა, ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში. აქ არიან ასევე ის დედები და ოჯახის წევრები, რომლების შვილები ასევე ქუჩაში დახვრიტეს. იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია “ოცნებაზე”, ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქარველოს ვთხოვ გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით 9 წელი, სწორედ ამის მოწოდება მინდა! ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი”,-განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები