გურჯაანში ტექნოპარკი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გურჯაანში ტექნოპარკი გახსნა.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გურჯაანის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში . კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები