არჩილ თალაკვაძე: გოგი მიშველიანი, ძალიან პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებდა და ჩვენ, გვაქვს მონაცემები, რომ ის, იმარჯვებს პირველ ტურში
როგორც ხედავთ დღეს ბოლნისში სოფელ ტალავერში, გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენს თანამოქალაქეებთან. ბატონი გოგი მიშველიანი, ძალიან პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებდა და ჩვენ, გვაქვს მონაცემები, რომ ის, იმარჯვებს პირველ ტურში – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში განაცხადა.
“როგორც ხედავთ დღეს ბოლნისში სოფელ ტალავერში, გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენს თანამოქალაქეებთან. ბატონი გოგი მიშველიანი, ძალიან პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებდა და ჩვენ, გვაქვს მონაცემები, რომ ის, იმარჯვებს პირველ ტურში და რა თქმა უნდა, კანდიდატი, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას, შეგახსენებთ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც აქ პანდემიის დროს საკარანტინო მდგომარეობის დროს, ბოლომდე რჩებოდა თავის მოქალაქეებთან, ბოლომდე რაჩებოდა სოფლებში, რაიონებში, სანამ არ გაიხსნა მოძრაობა და სანამ ყველა მოქალაქეს არ მიექცა სათანადო ყურადღება, იყო ეს საკვების, თუ სამედიცინო მსახურეობის კუთხით. აი, ამიტომ, ასეთი თავდადებული ადამიანები არიან ქვეყნის პატრიოტები და საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას პარლამენტში. მე მინდა, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ბატონ გოგი მეშველიანს. ეთნიკური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ჩვენ ვართ, ერთიანი ძლიერი საზოგადოება, საქართველო არის ერთი ოჯახი და რა თქმა უნდა, აქაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებია. ჩვენი ყურადღება არის განსაკუთრებული და მომავალში ჩვენ ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. არა ერთი, უკვე არის გაკეთებული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ,