სოფელ დიდგორის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

პროექტის მიხედვით შენობაში  მოეწყობა:საკლასო ოთახები,  მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ სკოლა გათვლილი იქნება 308  მოსწავლეზე და სრულად იქნება  ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 2`684`775 ლარს შეადგენს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=372402&lang=ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები