დაბა სტეფანწმინდაში „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს  მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს  მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და მიზნად ისახავს პერსონალისათვის  შესაბამისი  სამუშაო პირობის შექმნასა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტის ჯამური ღირებულება  238 000 ლარს აღემატება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები