ჩაქვში ძალოსნობის ახალი სავარჯიშო ბაზა აშენდება
ჩაქვში, ირაკლი თურმანიძის სახელობის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. შენობის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თვმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სპორტსმენებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ტერიტორიაზე მოეწყობა როგორც შეჯიბრების და სავარჯიშო დარბაზი მოეწყობა, ასევე თანამედროვე სტანდარტების სასტუმროც განთავსდება.
,,ძალოსნები წლების განმავლობაში რთულ პირობებში ახერხებდნენ წარმატების მიღწევას და დარწმუნებული ვარ ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში მიაღწევენ კიდევ უფრო დიდ წარმატებას. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას და ჩვენ ყველანაირ პირობას შევუქმნით მათ“,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ
დარბაზი ქართველი ძალოსანის ირაკლი თურმანიძის სახელობის იქნება. სპორტსმენი იყო 2016 წლის რიო-დე-ჟანეროს ოლიმპიური თმაშების ბრინჯაოს პრიზიორი +105 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი 2015 წელს, ევროპის ვიცე-ჩემპიონი-2019 წელს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 2012 წელს. ასევე სპორტსმენმა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე, +105 კგ წონით კატეგორიაში V ადგილი დაიკავა.
,,ბედნიერი ვარ და მიხარია და ჩემი ცხოვრება სპორტს დავუთმე ეს დარბაზი ჩემი სახელობის იქნება და ეს ძალიან მახარებს ნამდვილად არ ველოდი დღეს შევიტყე ამის შესახებ“,-განაცხადა ირაკლი თურმანიძემ
ირაკლი თურმანიძის სახელობის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.