სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 2 პირი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ორი პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ განაცხადა.
გარდაცვლილები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან არიან. ჰქონდათ თუ არა 50 წლამდე ქალს და 75 წლამდე მამაკაცს კორონავირუსთან ერთად ქრონიკული დაავადებები ჯერჯერობით უცნობია. ისინი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
ცნობისთვის, რეგიონში 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კი კორონავირუსით 363 პირია დაინფიცირებული. მონაცემები რეგიონების მასშტაბით ასე ნაწილდება:
ადიგენი- 3შემთხვევა;
ასპინძა-3 შემთხვევა;
ბორჯომი-3 შემთხვევა;
ახალციხე- 21 შემთხვევა;
ახალქალაქი- 8 შემთხვევა;
ნინოწმინდა- 6 შემთხვევა;
შეგახსენებთ, რომ რეგიონში თვითიზოლაციაში 1 919 პირი იმყოფება.