მალთაყვაში საგამოცდო კომპიუტერები მოიპარეს

ფოთში, მალთაყვის ადმინისტრაციული შენობიდან უცნობმა პირებმა სამაგიდო კომპიუტერის ორი პროცესორი მოიპარეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს,
მალთაყვის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები