“ენმ-ს” ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანი 2 000 ლარით დააჯარიმეს

” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის საარჩევნო შტაბის აღმასრულებელი მდივანი, ფირუზ გელაშვილი, კოვიდ 19 – ის საპრევენციო ტესტირებაზე უარის გამო, 2 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც გელაშვილმა ” რეგიონულ კვირას” განუცხადა, ჯარიმა უკანონოა და გადახდას არ აპირებს, მისივე თქმით, არც ის აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა თვითიზოლაციაში.

” ჯარიმას არ ვეთანხმები, ხელიც არ მომიწერია, გადახდას არ ვაპირებ, იმიტომ რომ უკანონოდ დამაჯარიმეს. დედასთან კონტაქტი არ მქონია, ჯერ ისიც არ მაქვს გადაწყვეტილი, არჩევნების დღეს ვიქნები თუ არა თვითიზოლაციაში “,- განაცხადა ფირუზ გელაშვილმა.

ფირუზ გელაშვილის დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიმართა.
გელაშვილის დედას, რომელიც ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგია, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაუდასტურდა. გელაშვილი ამ დრომდე ირწმუნება, რომ ბოლო 20 დღეა დედასთან კონტაქტი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები