“საგულაოდ მივდივართ“,- ენმ-ს აქციას სამცხე-ჯავახეთიდან უერთდებიან

დედაქალაქში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს, რასაც სამცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან. „რეგიონული კვირა“ პარტიის ოფისთან შეკრებილ ხალხთან იმ დროს მივიდა, როდესაც მიკროავტობუსში დასხდნენ და თბილისის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
ჟურნალისტების დანახვა არც პარტიის წევრებს გახარებიათ და არც აქტივისტებს, თუმცა „რეგიონული კვირას“ გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე აქტივისტი მაინც ჩაწერა.

კითხვაზე თუ რამდენი ადამიანი უერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას სამცხე-ჯავახეთიდან, კონკრეტული პასუხი არავის აქვს. თუმცა, აცხადებენ, რომ თბილისის მიმართულებით ძალიან ბევრი ავტომანქანა და მიკროავტობუსი გადის. თუმცა ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მისულ ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი სამარშუტო ტაქსი დახვდა, რომელიც თბილისის მიმართულებით უკვე გავიდა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები