სოფელ ნუკრიანში ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის აფეთქება, სავარაუდოდ ბუნებრივ აირს უკავშირდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის აფეთქება გასულ ღამეს მოხდა. ” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, შენობაში დაზინებულია კედლები და ჩამტვრეულია ფანჯრები.
მერის წარმომადგენლის ნუკრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, რევაზ კრეწაშვილის განცხადებით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
როგორც ” რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.