თბილისი-სენაკი ლესელიძის ავტომაგისტრალის აბაშის მონაკვეთზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდ. აბაშაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებსა და ტროტუარებს, ასევე იგეგმება ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება, დამცავი ბურჯების სარეგულაციო ნაგებობების გაკეთება და გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 630 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ახორციელებს შპს „ჯ და ჯ“. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.