კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში დაინფიცირების 1 შემთხვევა გამოვლინდა.
კერძოდ, ვირუსი აღმოაჩნდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლის დირექტორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული განყოფილების 1 თანამშრომელს, გურჯაანის ერთ- ერთ სალონის სტილისტს, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის მედდას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის სამ პედაგოგს და ერთ მოსწავლეს.
კორონავირუსი დაუფიქსირდა ლაგოდეხის სოფელ აფენში დედას და ორ შვილს, თელავის საარჩევნო კომისიის წევრს, წინანდლის საჯარო სკოლის მდივანს, თელავის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს, სამარშრუტო ტაქსის ერთ მძღოლსა და ერთ პენსიონერს.
დღეს კორონავიურსზე ტესტი 382 მოქალაქეს აუღეს, რომლის პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.