“ქართული ოცნების” თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კოვიდ 19 დაუდასტურდა. განცხადება ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა საკუთარი ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
” მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების” მონაპოვარია შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის”,- ნათქვამია ქადაგიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.