„მიშას დასაბრუნებლად მივდივარ“ – „ენმ“-ს აქციას ზუგდიდიდან აქტივისტები უერთდებიან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ბასილაიას განცხადებით, ზუგდიდიდან 1200-მდე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ჯამში 8 ათასამდე მოქალაქე მიემგზავრება თბილისში, დღეს დაგეგმილ აქციაზე.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, თბილისში აქციას 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას გეგმავს.