სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერიის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს. ” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შენობაში დაზინებულია კედლები და ჩამტვრეულია ფანჯრები.
ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებული იყო ბანკომატი, რომელიც ასევე დაზიანებულია. არსებული ინფორმაციით, სწორედ ბანკომატის გაქურდვა იყო შესასვლელის აფეთქების მიზეზი.
როგორც ” რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.