ნინო ლაცაბიძემ რუსთავსა და გარდაბანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მატრყოფში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე მოსახლეობას შეხვდა. ნინო ლაცაბიძე ასევე დაესწრო მარტყოფში სპორტულ-გამაჯანსაღებელი საბავშვო მოედნის გახსნას, რომლის ინიციატორები რეგიონში მოღვაწე ბიზნეს-სექტორის და საზოგადოება „რუსთაველების“ წარმომადგენლები არიან.

ნინო ლაცაბიძე ასევე იმყოფებოდა ძველ რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩის გახსნაზეც, სადაც ასევე საზოგადოება „რუსთაველების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩაზე კოსტავას გამზირის N14-დან ასლანიკაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, მოხარულია რომ ძველ რუსთავს ახალი სიცოცხლე შეემატა.

“დღეს ძალიან მნიშნელოვან ღონისძიებას დავესწარით. სოფელ მარტყოფში გავხსენით ძალიან ლამაზი სპორტულ-რეკრიაციული სივრცე ჩვენი იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.ასევე ძველ რუსთავში დავესწაროთ ახალი სივრცის გახსნას რომელიც არის თანამედროვე ევროპული სტანდარტების და რაც მთავარია უსაფრთხო ჩვენი შვილებისვის. ასევე გაიხსნა ახლადრეაბილიტირებული ქუჩა. მე მიხარია რომ ძველ რუსთავს ახალი სიცოცხლე შეემატა. სწორედ ასეთი პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქალაქი გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული, კიდევ უფრო მიმზიდველი”,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები