საგარეჯოში, სოფელ კაზლარი-თულარის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგრეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარი-თულარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე, ასფლტის სფარის მოწყობის პირველი -მსხვილმარცვლოვანი ფენით დაფარვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებიც მოისმინა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია – შპს “როუდ სოლუშენსთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოების პირველი ეტაპი მიწის ვაკისის მოსწორება-მომზადებას ითვალისწინებდა, დღეს, უკვე მოასფალტების სამუშაოები განხოციელდა. პროექტის ღირებულება 605 000 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები