ნაფარეულში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამაკმაყოფილებელია

თელავის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის განცხადებით, სოფელ ნაფარეულში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
მარინა ქართლელიშვილის თქმით,
პაციენტს აღენიშნება თავის და გულ-მკერდის დაზიანებები და მკურნალობას ნეირო-ინტენსიურ განყოფილებაში აგრძელებს.
“112-ის ბრიგადამ გადმოგვიყვანა ორი პაციენტი, ერთი ქალბატონი 30 წლის, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნებოდა,
მან უარი განაცხადა სტაციონარული მომსახურების ჩატარებაზე და მეორე ავადმყოფი, 34 წლის მამაკაცი, რომელსაც აქვს დაზიანებები თავის, სახის და გულ-მკერდის არეში.
შესაბამისად ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.
ამ ეტაპისთვის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს ნეირო-ინტენსიურ განყოფილებაში” , – განაცხადა მარინა ქართლელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ ნაფარეულში უბედური შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს მოულოდნელად ბორბალი მოძვრა და მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მგზავრის – 44 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები