სოფელ ნაფარეულში უბედურ შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში უბედურ შემთხვევას 44 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯომი ერთი მგზავრი – 44 წლის ქალი, ორი პირი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები