„ნაცმოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის უფროსი კოვიდტესტირებაზე უარს აცხადებს
“ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის შტაბის უფროსი ფირუზ გულაშვილი კოვიდ 19-ის საპრევენციო ტესტირებაზე უარს აცხადებს.
გელაშვილის თქმით, მას კონტაქტი ინფიცირებულ დედასთან არ ჰქონია და მისი მტკიცებით, არც კორონავირუსი ექნება.
“ნაციონალური მოძრაობის ” წევრი, რომელიც ამავდროულად ლაგოდეხის საკრებულოს წევრია, თვითიზოლაციის კატეგორიული წინააღმდეგიცაა და ამბობს, რომ მოთხოვნა პოლიტიკური ხასიათისაა და ამ გზით მისი წინასაარჩევნო პროცესიდან ჩამოშორება უნდათ.
მუნიციპალიტეტში ეპიდვითარების დასტაბილურების მიზნით, გელაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა სამართალდამცველ ორგანოებს უკვე მიმართა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფირუზ გელაშვილის მხრიდან წესების დაუმორჩლებლობას უპასუხისმგებლოს უწოდებს.
კახა ჯამბურია მოქალაქეებს მოუწოდებს, ეპიდსიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.