კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის დიაგნოზით გარდაცვალებისნპირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნუნუ ნოზაძემგანუცხადა, მამაკაცი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.
“არქიმედეს” კლინიკის დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის განცხადებით, ინფიცირებულს ორმხრივი პნევმონია და თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა და მკურნალობას სტაციონარში, 3 დღის განმავლობაში გადიოდა.
“მამაკაცი ითვლეობოდა რთულ პაციენტად, მას პნევმონია და გულის იშემიური პრობლემები აწუხებდა. მისი მდგომარეობა იყო მძიმე. სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხდა”,- განაცხადა ყარალაშვილმა.