დავით ხვიბლიანის მეუღლე: ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, სტრესი აქვს
ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, რომ მძევალი იყო და მერე ცილისწამება ამდენი ხალხის და გარკვეული ჯგუფების მხრიდანაც, – ამის შესახებ დავით ხვიბლიანის მეუღლემ თათია ტიბუამ მედიას განუცხადა.
ტიბუას თქმით, მის მეუღლეს ხელფასი ყოველთვის 21-ში ერიცხება და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება.
“ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად. თვითონ სტრესი აქვს ახლა, მე მგონი ძალიან მარტივი არის, რომ დაინახოთ, ძალიან რთულად არის. ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, რომ მძევალი იყო და მერე ცილისწამება ამდენი ხალხის და გარკვეული ჯგუფების მხრიდანაც.
21-ში ერიცხება ხელფასი და ამის დამტკიცება ძალიან მარტივია. ამ ადამიანმა თანხა აიღო. დათოს გარკვეული თანხა ეჭრება, თუმცა ისე, რომ საერთოდ ხელფასს ვერ იღებს და ტყუილად იყო მისული, სისულელეა. ოპერატორი სჭირდებოდა და რაღაც გადარიცხვებიც უნდა გაეკეთებინა, მათ შორის ჩემთვისაც უნდა ჩაერიცხა.
არ ჰქონია ჯერ კონსულტაციები ადვოკატთან, არ ვიცი ექნება თუ არა”, – განაცხადა თათია ტიბუამ.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” განხორციელებული თავდასხმის დროს დავით ხვიბლიანი ბანკში იმყოფებოდა და იმ 4 მძევალს შორის იყო, რომელიც თავდამსხმელმა ფილიალიდან გამოსვლის შემდეგ თან წაიყვანა.