აჭარაში 373 საარჩევნო უბანზე 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული

აჭარაში, 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან შედარებით, წელს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა რვა ათასზე მეტით არის გაზრდილი და 314 889 პირს აღწევს. საბოლოო მონაცემები აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა.

31 ოქტომბრის პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის 28-ე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 107 292 ამომრჩეველი, ქობულეთის 29-ე საარჩევნო ოლქში 70 837, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი – 96 760 ამომრჩეველი.

სულ აჭარაში 373 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათგან ერთი სპეცუბანი პენიტენციური დაწესებულებისთვის იქნება გათვალისწინებული, ამასთან თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონსტიტუციური უფლების დასაცავად, აჭარაში რვა კოვიდუბანი იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები