დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება  აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და მოეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი. მანგლისში მცხოვრებ 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოების სახელშეკრულებო  ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებასა და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2021 წლის 10 მაისს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები