თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ლიანდაგზე მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა

თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ლიანდაგზე მოძრავი მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის მონაკვეთთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მატარებლის მძღოლმა ქალს არაერთხელ მისცა ხმოვანი მითითება, რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა ქალმა საყვირის ხმა ვერ გაიგო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაღუპულის სხეულს მდინარე ხობისწყალში ეძებენ.

როგორ “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები