კახეთში, კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევიდან ერთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრები კაცია, რომელიც შემოსავლების სამსახურში მუშაობს, მეორე კი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მკვიდრი . ეს უკანასკნელი შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” თანამშრომელია.
საგარეჯოს მინიციპალიტეტში 11 პირია ინფიცირებული, ყველა მათგანი მკურნალობის კურსს უკვე გადის. 36 მოქალაქე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
გუშინ , კახეთიდან თბილისის რამდენიმე ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ჯამში, 437 ნიმუში გაიგზავნა.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაინფიცირებულთა რიცხვი 401-ია.