თელავს თანამედროვე სტანდარტების 5 ავტობუსი გადაეცა

თელავს რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 5 ავტობუსი გადაეცა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და 50 მგზავრზეა გათვლილი.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, საკონსულტაციო კომპანია მარშრუტების და სატრანსპორტო დერეფნების წინასწარ დაგეგმვას აწარმოებს, რის შემდეგაც, ავტობუსები ექსპლუატაციაში შევა.

” საკონსულტაციო კომპანია აწარმოებს თელავში მარშრუტების და გასაჩერებელი ადგილების წინასწარ დაგეგმვას, თუ რა მარშრუტით უნდა იმოძრაოს აღნიშნულმა ავტობუსებმა. პირველ ეტაპზე გადმოგვეცემა 10 ავტობუსი, რომელიც იმოძრავებს ქალაქის მასშტაბით, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს დამატებით 20-25 ავტობუსის გადმოცემას, რომელიც მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავში აქტიურად მიმდინარეობს 40 ერთეულ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობაც, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები