სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 39 პირი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 858-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა.