მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლებერულავე-სანაჭყებიო-დობერაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დაიგება  4,013 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, არხები, ცხაურები, მილები და ეზოებში შესასვლელები.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 165 589 ლარს შეადგენს.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

გარდა ამისა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე  ქ. მარტვილში „ხარების“ სახელობის ტაძართან მისასვლელი და სოფელ ნოღაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები